BLITZ
ფეხბურთიMMAფორმულა 1სხვა
BLITZ
  • ფეხბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა
ავტორიზაცია

BLITZ

BLITZ sports გაწვდით საინეტერესო და უნიკალურ სტატიებს და ისტორიებს.

გამოგვყევი

კატეგორიები

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა

© 2026 ყველა უფლება დაცულია | BLITZ Sports Media

საოცარი მატჩი ენფილდზე - ლივერპულს კაპიტანმა მოაგებინა

საოცარი მატჩი ენფილდზე - ლივერპულს კაპიტანმა მოაგებინა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ატლეტიკო ლივერპულს ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.

მერსესაიდულმა გუნდმა თამაში ძალიან მძლავრად დაიწყო და საწყის 6 წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ამ გოლების მთავარი შემოქმედი მოჰამედ სალაჰი იყო, რომლის დარტყმული საჯარიმო ენდი რობერთსონის ასხლეტით კარში მოხვდა და გოლი გავიდა. ამას მან ორ წუთში გატანილი გოლიც მიამატა.

თუმცა, სიმეონეს გუნდმა თამაშში დარჩენა მოახერხა - მარკუს ლიორენტემ პირველი ტაიმის დამატებულ დროში სხვაობა შეამცირა, ხოლო 81-ე წუთზე მისი დარტყმული მცველს მოხვდა და ანგარიში გათანაბრდა.

მატჩის მთავარი გმირი ვირჯილ ვან დაიკი გახდა - ნიდერლანდელმა მცველმა დამატებული დროის მეორე წუთზე თავით გაიტანა და ლივერპულს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში დებიუტი ჰქონდა ლივერპულის ახალწვეულ ალექსანდრ ისაკს, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ნიუკასლიდან შეურთდა მერსესაიდელებს.

Dimitri keburia

Dimitri keburia

17 სექტემბერი 2025

MMA Background

MMA