UFC 319-ის გიჟური ქარდი მოგვიახლოვდა.
ჩიკაგოში UFC ცეცხლოვანი ქარდით ბრუნდება. პრელიმ და მეინ ქარდი იმდენად სანახაობრივი მებრძოლებით არის დაკომპლექტებული, რომ ბევრი ამას წლის ივენთად მოიხსენიებს.
პრელიმ ქარდზე ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მებრძოლი ედსონ ბარბოსა ბრუნდება, რომელიც კლოზესთან გაარკევს საქმეს. კლოზე ალვარეზთან განცდილი მარცხის გამოსწორებას შეეცდება თავად ბარბოსა კი კიდევ ერთხელ გაიხსენებს ოქტაგონის გემოს.
ჯესიკა ანდრადე 2 წაგებიან სვლაზეა და საქმის გამოსწორებას ლუპია გოდინეზთან შეეცდება, რომელიც ამ მომენტისთვის რეიტინგში #11 ადგილს იკავებს.
მეინ ქარდი გიჟური ბრძოლით იხსნება, სადაც კაი ასაკურა პანტოჟასთან განცდილი სატიტულო მარცხის შემდეგ ტიმ ელიოტს დაუპირისპირდება და შეეცდება UFC-ში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვოს.
ასაკურას და ელიოტის გახურებულ ოქტაგონზე შემდეგი ბრძოლა იქნება ჯარედ ქენონიერსა და მაიკლ ვენომ პეიჯს შორის. ქენონიერი ცდილობს ადგილი შეინარჩუნოს ტოპებში და ისევ კონკურენტუნარიან კონტენდერად ჩაითვალოს. MVP-ის კი ჯერ კიდევ აქვს თავისი სიტყვა სათქმელი UFC-ის ოქტაგონზე.
გუფ ნილი ოქტაგონზე კარლოს პრატეჟის წინააღმდეგ ბრუნდება. ორივე მებრძოლს საქმე ბოლო პერიოდში ირლანდიურმა მაფიამ გაუფუჭა და იან გარის დაჩაგრული ბიჭები საქმეს ერთმანეთში ამჯერად გარის გარეშე გაარკვევენ. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლისგან დიდი მოლოდინებია, ბევრი უცდის პრატეჟის დაბრუნებას გარისთან განცდილი მარცხის შემდეგ.
Co&main ივენთზე ერთმანეთს ლეროი მერფი და აარონ პიკო დაუპირისპირდებიან. პიკო თავის დებიუტს უცდის UFC-ის ოქტაგონზე, რომელიც მას ჯერ კიდევ ევლოევთან უნდა ჰქონოდა, თუმცა ინგუში მებრძოლი ტრავმის გამო ჩაეხსნა ბრძოლას და შემდეგ ვოლკანოვსკისთან მოითხოვა სატიტულო ბრძოლა. ლეროი მერფი კი ჯერ კიდევ დაუმარცხებელი კონტენდერია და დიდი ალბათობით ამ ბრძოლაში გამარჯვებული მოითხოვს ტიტულზე ბრძოლას.
რაც შეეხება მთავარ ბრძოლას, ჩეჩნეთიდან მთელი მგლების ხროვა ჩამოვიდა აფრიკელი ლომის დასაგლეჯად და ტიტულის წასართმევად.
ხამზატ ჩიმაევი დაუმარცხებებელი კონტენდერი შეუტევს დუ პლესს ქამარზე. ეს ბრძოლა 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ბძოლაა, რომელსაც გულშემატკივრები დიდხანს ელოდნენ. ერთი მხრით დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი, მეორე მხრით სამხრეთ აფრიკელი დუ პლესი, რომელიც ჯიუტად აგრძელებს ქამრის დაცვას და დათმობას არავისთვის არ აპირებს. ორივე მებრძოლმა გამორჩეული მებრძოლები, ჩემპიონები და ყოფილი ჩემპიონები დაამარცხეს. დივიზიონში ერთმანეთის გარდა ყველას გადაუარეს და ახლა მხოლოდ ერთმანეთში დარჩათ გასარკვევი თუ ვინ იმსახურებს ქამარს.
მსგავსი ქარდი UFC-ის ქომაგებს დიდი ხანია არ ჰქონიათ და ჩიკაგოში გიჟური ღამე ელოდება ადგილობრივ გულშემატკივარს. ჩვენ კი დილის 4:00 საათიდან ეკრანებს მივუსხდეთ. სახელები და ანონსი ყველა ბრძოლისგან სიამოვნების მიღებას გვპირდება.


