UFC 320 ბევრი კარგი ბრძოლას გვპირდება. რაც მთავარია ამ ქარდზე ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ბრუნდება და მორიგ ჯერზე შეეცდება ქამრის დაცვას, ამჯერად მერაბი საჩემპიონო შანსს კორი სენდჰეგენს აძლევს.
პრელიმ ქარდზე დალიენ სანტოსი მიჯრით მეორე სამხრეთ კორეელ მებრძოლს დაუპირისპირდება და კვლავ ეცდება გამარჯვების მოპოვებას. თავად დაუმარცხებელი სამხრეთ კორეელი „ზომბი ჯუნიორი“ მეორედ შეეცდება UFC - ის ოქტაგონზე გამარჯვების მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ მისი დებიუტი მერაბის ქარდზე შედგა სადაც ქართველმა მეორედ დაამარცხა შონ ომალი.
Main Card-ს აბუს მაგომედოვის და ჯო ფაიფერის ბრძოლა გახსნის. აბუს მაგომედოვმა ბორალიოსთან წაგების შემდეგ მიჯრით 3 ბრძოლა მოიგო და დივიზიონში მე-14 ადგილს იკავებს. ხოლო ფაიფერი ჰერმანსონთან მარცხის შემდეგ ორ მოგებიან სერიაზეა და შეეცდება, რომ მაგომედოვს ტოპ 15-ში ადგილი წაართვას.
მეინ ქარდის მორიგ ბრძოლაში ილია თოფურიას დაჩაგრული ბიჭები ერთმანეთში გაარკვევენ საქმეს. ემეტმა ილიას შემდეგ ორი ბრძოლა ჩაატარა. უკანასკნელი ბრძოლა მერფისთან მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო, თუმცა ბევრის აზრით ემეტი მსაჯებმა გაძარცვეს. იუსუფ ზალალი ოთხ მოგებიან სერიაზეა და პოზიციის გამყარებას ცდილობს საჩემპიონო გზაზე.
შემდეგი ბრძოლა ნამდვილი ბლოკბასტერი იქნება UFC-ის ქომაგებისთვის. ოქტაგონში ერთმანეთს ჯამალ ჰილის მჩაგვრელი ბიჭები ირჟი პროჰასკა და ხალილ რაუნთრი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე მათგანი ისევ საჩემპიონო ბრძოლას უმიზნებს და ჩემპიონობის ამბიცია აქვთ.
Co-Main Event - ზე კი ქართველებისთვის მთავარი ბრძოლა შედგება. ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მორიგი რეკორდების დამყარებას აპირებს და სენდჰეგენის ცემას გვპირდება ქართველ გულშემატკივრებს. მიმდინარე წელს მერაბისთვის ეს მესამე საჩემპიონო ბრძოლა იქნება და გეგმავს, რომ მეოთხე ბრძოლაც წელსვე გამართოს დეკემბრის ქარდზე, ნიუ-იორკში. კორი უნივერსალური მებრძოლია და თვლის, რომ მერაბის დამარცხება ყველგან შეუძლია, დგომშიც და პარტერშიც.
ქართველები მოუთმენლად ველით მერაბის მორიგ გამარჯვებას და წონით დივიზიონში რეკორდის გამეორებას, რაც ქამრის მესამედ დაცვას გულისხმობს. ასევე მერაბს მიჯრით 13 მოგება აქვს და ამ მოგებით UFC-ის ისტორიაში მესამე პოზიციაზე გადავა.
Main Event
მთავარ ბრძოლაში ბნელეთის წარმომადგენელი ჩემპიონი მაგომედ ანკალაევი ბრაზილიელ ალექს პერეირას დაუპირისპირდება. პერეირამ საკმაოდ კარგი მოსამზადებელი ბანაკი გაიარა და ბრძოლას ოპტიმალურ ფორმაში ხვდება. ბრაზილიელი განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ შეეცდება რემატჩში ანკალაევის დანოკაუტებას. ბნელეთის წარმომადგენელი კი საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება და ამჯერად უფრო მარტივ გამარჯვებას პირდება საკუთარ გულშემატკივარს.
UFC 320 საქართველოს დროით კვირას გამთენიისას შედგება. ქართველებისთვის ამ სპორტში მნიშვნელოვანი და ისტორიული თარიღია, რადგან მერაბის გამარჯვება წონითი დივიზიონის რეკორდის განმეორება იქნება, რაც ნამდვილად წარმოუდგენლად ჩანდა წლების წინ. წარმატებები მერაბს და წინ ბევრი ახალი რეკორდი გველის.


