მადრიდის რეალის განცხადებით ვიგებთ,რომ არნოლდის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე ამას მადრიდში ელოდნენ. ის 2 თვით იუქმებს და მადრიდულ გრანდს მნიშვნელოვან თამაშებში დააკლდება.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მადრიდის რეალი მარსელს დაუპირისპირდა.თამაშის მე-5-ე წუთზე ტრენტი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა და მის ნაცვლად დანი კარვახალი შემოვიდა,რომელმაც მოგვიანებით წითელი ბარათი მიიღო.
მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრენტი ტრავმიდან ლივერპულთან მატჩის წინ დაბრუნდება.შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს არნოლდი თავისუფალი აგენტის სტატუსით სწორედ ლივერპულიდან შეურთდა რეალს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.