2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი არსენალმა მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო. მიკელ არტეტას გუნდი სან მამესზე ატლეტიკ ბილბაოს დაუპირისპირდა და 2 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
პირველი ტაიმი უგულო ფრედ დასრულდა და განსაკუთრებული მომენტებიც არ იყო. მატჩის ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. არტეტამ მეორე ნახევარში ლეანდრო ტროსარი და გაბრიელ მარტინელი შემოიყვანა მოედანზე, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.
72 წუთზე ტროსარის პასით გაბრიელ მარტინელმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შემდეგ კი როლები შეიცვალა, ამჯერად საგოლე გადაცემა ბრაზილიელმა გაუკეთა ლეანდრო ტროსარს და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2 არსენალის სასარგებლოდ.