BLITZ
ფეხბურთიMMAფორმულა 1სხვა
BLITZ
  • ფეხბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა
ავტორიზაცია

BLITZ

BLITZ sports გაწვდით საინეტერესო და უნიკალურ სტატიებს და ისტორიებს.

გამოგვყევი

კატეგორიები

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა

© 2026 ყველა უფლება დაცულია | BLITZ Sports Media

ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარვებით დაიწყო

ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დამაჯერებელი გამარვებით დაიწყო

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ატალანტას უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძალიან მაგარი თამაში ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესოდაც დაასახელეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

,,დიახ, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. ვფიქრობ თამაშს ვაკონტროლებდით და ჩვენი საქმე კარგად გავაკეთეთ. ატალანტა კარგი გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენი თამაში იყო. მატჩის საუკეთესო ჯილდო მშვენიერია, თუმცა გუნდის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ძალიან კარგი დაპირისპირებები გველის, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გამარჯვებით გავხდით გასულ სეზონში ჩემპიონები. თუ გინდა ტიტულის მოგება, უნდა აჯობო საუკეთესოებს. მაქსიმუმს გავიღებთ და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ვიბრძოლებთ. ბევრს ვვარჯიშობთ, ვითარდებით და ყოველთვის ვცდილობთ, რომ უკეთ ვითამაშოთ. თამაშამდე პატარა პრობლემა მქონდა, მაგრამ სამედიცინო შტაბი დამეხმარა, რომ სათამაშოდ მზად ვყოფილიყავი და მე კი 100%-ით დავიხარჯე გუნდისთვის.''

შეგახსნებთ, რომ პარი სენ-ჟერმენი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს, სადაც გუნდს ბარკოლა და დეზირე დუე ვერ დაეხმარებიან.

Dimitri keburia

Dimitri keburia

17 სექტემბერი 2025

MMA Background

MMA