BLITZ
ფეხბურთიMMAფორმულა 1სხვა
BLITZ
  • ფეხბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა
ავტორიზაცია

BLITZ

BLITZ sports გაწვდით საინეტერესო და უნიკალურ სტატიებს და ისტორიებს.

გამოგვყევი

კატეგორიები

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • MMA
  • ფორმულა 1
  • სხვა

© 2026 ყველა უფლება დაცულია | BLITZ Sports Media

საქართველო vs ფინეთი: "აუტსაიდერთა" დაპირისპირება

საქართველო vs ფინეთი: "აუტსაიდერთა" დაპირისპირება

რიგა, ლატვია - ის, რაც შორეულ შესაძლებლობად ჩანდა, ახლა ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად იქცა. 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველო 2025 წლის ევრობასკეტის მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, სადაც ორივე ერი ნახევარფინალში ისტორიული ადგილისთვის იბრძოლებს.

საქართველომ საფრანგეთს დამაჯერებლად მოუგო, ანგარიშით 80-70. თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდუინმა 24-24 ქულა დააგროვეს, გუნდმა კი 18-დან 10 სამქულიანი ჩააგდო.

სულ რაღაც ერთი დღით ადრე, ფინეთმა შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა ტურნირის ფავორიტი სერბეთის 92-86-ით დამარცხებით. ლაური მარკკანენმა 29 ქულით, 8 მოხსნით, 4 ჩაჭრით თავი.

ეს დაპირისპირება უბრალოდ "კიდევ ერთი თამაში" არ არის. არც ფინეთი და არც საქართველო აქამდე არასდროს გასულან ევრობასკეტის ნახევარფინალში, რაც ორივესთვის არაჩვეულებრივ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მაღალი ინტენსივობის თამაშს, ბრძოლას და თავდადებას ორივე ნაკრების მხრიდან.

achi milorava

achi milorava

9 სექტემბერი 2025

MMA Background

MMA