საქართველოსა და ფინეთს შორის გამართული მერვედფინალური შეხვედრა ფინელების გამარჯვებით დასრულდა. ჯიკიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 79:93 დათმო.
ჩავარდნილი პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა თამაშში დაბრუნება სცადა და ანგარიში 7 ქულამდეც შეამცირა, თუმცა ფინელები პერიმეტრიდან ჩინებულად გაისარჯნენ და საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ 5-5 ჯარიმის გამო თამაში ნაადრევად დატოვეს გუნდის ლიდერებმა: გოგა ბითაძემ და თორნიკე შენგელიამ.
ფინეთი ნახევარფინალში გავიდა, მისი მეტოქე გერმანიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.
მიუხედავად ამ მარცხისა, საქართველოს ნაკრებისთვის ეს ტურნირი ისტორიული გამოდგა. საკალათბურთო ეროვნული გუნდი ზედიზედ მეექვსე ევრობასკეტზე მონაწილეობს, თუმცა 8 საუკეთესო გუნდში წელს პირველად მოხვდა.


