ალკარასმა იანიკ სინერთან უიმბლოდნზე წაგებული ფინალის რევანში აიღო და წელს უკვე, მეორე დიდი სლემის ტურნირზე დაამარცხა. თამაში 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და კარლიტომ მეტოქეს 3:1 სძლია.
მთელი ტურნირის განმავლობაში , ალკარასმა მხოლოდ 1 სეტი დათმო. ესპანელმა პირველი სეტი 6:2 მოიგო, მეორე სეტი კი დათმო 6:3, ბოლო ორი სეტი კი კარლოსის სრული დომინაციით გაგრძელდა (6:1; 6:4). ამ გამარჯვებით მან რეიტინგის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ალკარასს 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული : ორჯერ მოიგო უიმბლდონი, როლან გაროსი და ამ სიას ამერიკის ღია პირველობაც დაამატა. აღსანიშნავია, რომ მას ავსტრალიის ღია პირველობა არ მოუგია.
იანიკ სინერ და ალკარასი ზედიზედ მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი სლემის ფინალში. აქედან ორში, (როლან გაროსი; ამერიკის ღია პირველობა) კარლოსმა მოიპოვა გამარჯვება.


